კომაროვის სკოლის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „ბავშვთა მიმართ ძალადობა"!

ტრენინგს ესწრებოდნენ კლასის დამრიგებლები, პანსიონის აღმზრდელები და დირექციის წარმომადგენლები.  

ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:


-  ძალადობის სახეები და ფორმები

-  ძალადობის ნიშნების იდენტიფიცირება

-  ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები


ტრენინგს უძღვებოდნენ დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები ლაშა ბაბლიძე და ეკატერინე ჩოფიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება No437-ის თანახმად სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომელი, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ვალდებულია მიმართოს უფლებამოსილ პირს.


ბავშვზე ძალადობის თაობაზე ინფორმაციის შეტყობინების მიზნით მოქმედებს შემდეგი სატელეფონო „ცხელი ხაზები“:


-   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზი“ - 15-05;

-   სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის „ცხელი ხაზი“: 116-006;

-  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ - 116-006;

- ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ - 2 100 229;

-  საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ნომერი - 112.


დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას/დაწესებულებას „ცხელ ხაზზე“ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, ბავშვზე ძალადობის საკითხებზე. ასევე  „ცხელი ხაზ(ებ)ის“ მეშვეობით შესაძლებელია, სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის ან შესაძლო ძალადობის შესახებ.


ზემოთ